Cake Smash ფოტოსესია თბილისში — პირველი დაბადების დღის ტორტის ფოტოსესია, სახალისო, ფერადი და დაუვიწყარი კადრები.
6+
წელი გამოცდილება
2400+
დასრულებული პროექტი
4.9
ვარსკვლავი 5-დან
100%
ხელით დამუშავება
1.5 საათი250 ₾-დან5-7 დღე
Cake Smash ფოტოსესია პირველი დაბადების დღის ყველაზე სახალისო და თანამედროვე საზეიმო ტრადიციაა. თქვენი ბავშვი, ლამაზი დეკორაცია და ტორტი, რომლის გატეხვა, გასინჯვა და სახეზე წასმა ნებადართულია — ეს კადრები უნიკალური და შეუმეორებელი იქნება! Emma Studio თბილისში გთავაზობთ პირველი დაბადების დღის ტორტის ფოტოსესიის სრულ პაკეტს.
Cake Smash ფოტოსესია Emma Studio-ში სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ბავშვს გადავიღებთ სუფთა, ლამაზ ტანსაცმელში — „ტორტამდე" კადრები. ეს შეიძლება იყოს საზეიმო კაბა, კოსტუმი ან საიუბილეო თავსაბურავი. მეორე ეტაპზე იწყება თავად cake smash — ბავშვი ტორტთან მარტო რჩება და ბუნებრივად რეაგირებს. ზოგი ბავშვი ფრთხილად ეხება, ზოგი მთელ სახეს წაისვამს — ორივე ვარიანტი საოცრად ფოტოგენიურია! მესამე ეტაპზე, თუ ბავშვი თანახმაა, შეგვიძლია splash/bath სესია — პატარა აბაზანაში ბუშტებით.
Emma Studio-ში Cake Smash-ისთვის ვამზადებთ სრულ დეკორაციას თქვენი სურვილის მიხედვით — ფერთა სქემა, ბალონები, ციფრა „1", ბანერი, ფლოკატის ხალიჩა. ტორტი თქვენ მოგაქვთ (რეკომენდირებულია რბილი კრემის ტორტი, არა ფონდანტი), ან შეგვიძლია ვურჩიოთ ჩვენი პარტნიორი საკონდიტრო. ყველა რეკვიზიტი უსაფრთხოა და სპეციალურად შერჩეულია ამ ასაკის ბავშვებისთვის.
რჩევა მშობლებისთვის: აირჩიეთ ისეთი ტორტი, რომელიც ფოტოგენიურია და ამავდროულად ბავშვისთვის უსაფრთხო — არა ძალიან ტკბილი, რბილი კრემით. პასტელური ფერები ყველაზე ლამაზად გამოდის ფოტოებზე. მოიტანეთ ბავშვისთვის 2-3 ტანსაცმელი — ერთი სუფთა კადრებისთვის, ერთი სათადარიგო. ნუ ინერვიულებთ არეულობაზე — ჩვენი სტუდია მზადაა ყველაფრისთვის და გაწმენდას ჩვენ მოვუვლით.
პირველი დაბადების დღის Cake Smash ფოტოსესია Emma Studio-ში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო სერვისია. კადრები ისეთი სახალისო და ემოციური გამოდის, რომ ოჯახები ხშირად კედელზე დიდ ფორმატში ბეჭდავენ. დააფიქსირეთ ეს უნიკალური მომენტი — თქვენი ბავშვის პირველი შეხვედრა ტორტთან!
პირველი დაბადების დღე — Cake Smash — რა შედის სერვისში
30+ რეტუშირებული ფოტო
სრული დეკორაცია (ბალონები, ბანერი, ციფრა)
„ტორტამდე" სუფთა კადრები
Cake Smash სესია
Splash/Bath სესია (სურვილისამებრ)
მშობლებთან ერთად კადრები
მაღალი რეზოლუციის ფაილები
პროცესი — როგორ მიმდინარეობს პირველი დაბადების დღე — Cake Smash
1
დაგეგმვა
ვარჩევთ თემას, ფერთა სქემას, დეკორაციას და ვათანხმებთ ტორტის სტილს.
2
სტუდიის მომზადება
სტუდიაში ვაწყობთ სრულ დეკორაციას, ფონს, რეკვიზიტს თქვენი არჩევანის მიხედვით.
3
გადაღება
სამი ეტაპი: სუფთა კადრები → Cake Smash → Splash/Bath. ბავშვის ტემპით.
4
რედაქტირება & მიწოდება
ფოტოების შერჩევა, პროფესიონალური რეტუში და მიწოდება 5-7 დღეში.
პირველი დაბადების დღე — Cake Smash — ხშირად დასმული კითხვები
ვინ მოამზადებს ტორტს?
ტორტი თქვენ მოგაქვთ. რეკომენდირებულია რბილი კრემის ტორტი (არა ფონდანტი), რომ ბავშვმა ადვილად გატეხოს. შეგვიძლია ვურჩიოთ ჩვენი პარტნიორი საკონდიტრო.
რა მოხდება, თუ ბავშვს ტორტი არ მოეწონა?
ეს ზოგჯერ ხდება! ფრთხილი რეაქციაც საოცრად ფოტოგენიურია. თუ ბავშვი სრულიად უარს ამბობს, გვაქვს ალტერნატიული ვარიანტები — ხილით, ბუშტებით ან სათამაშოებით.
ბავშვის ტანსაცმელი გაფუჭდება?
ტორტის ეტაპზე ბავშვი ჩვეულებრივ გაისვრება. ამიტომ მოიტანეთ ტანსაცმელი, რომლის გაფუჭებაც არ გეშინიათ, ან ჩააცვით მხოლოდ საფენი/ბოდი.
რა შედის ფასში — დამალული ხარჯებია?
ფასი, რომელსაც გვერდზე ხედავთ, არის საბოლოო. მასში შედის გადაღება, ხელით დამუშავება, ფოტოების მიწოდება მაღალი გარჩევადობით და ონლაინ გალერეა. დამატებითი მომსახურება (დიდი ფორმატის ბეჭდვა, ფოტოალბომი, სწრაფი მიწოდება) ცალკე განფასდება და წინასწარ შევთანხმდებით.
პირველი დაბადების დღე — Cake Smash — დაჯავშნა
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ — ფოტოგრაფი თვითონ გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე
ვიღებთ ნაღდ ფულს, საბანკო გადარიცხვას, ბარათით გადახდას სტუდიაში (Visa, Mastercard, American Express) და ონლაინ გადახდას TBC Pay-ის და BOG iPay-ის საშუალებით. ჯავშნის დროს ვითხოვთ მცირე ავანსს (30%), დარჩენილი თანხა — გადაღების დღეს ან ფოტოების მიღებისას.
სად მდებარეობთ? პარკინგი არის?
Emma Studio მდებარეობს ალ. ყაზბეგის გამზ. 70-ში, ვაკე-საბურთალოს კვეთაზე. შენობის წინ უფასო პარკინგია — დიდი ჯგუფის შემთხვევაში 2-3 მანქანას ერთად ვაყენებთ. ცენტრიდან 10 წუთი ტაქსით, მეტროდან („სტადიონი”) 5 წუთი ფეხით.
რა ხდება, თუ თარიღი უნდა გადავდო ან გავაუქმო?
ჯავშნის გადანცვლება უფასოა, თუ წინასწარ (48 საათით ადრე) გვაცნობებთ. ბოლო წუთის გადანცვლება ან გაუქმება — ავანსი არ ბრუნდება, რადგან თარიღი დაბლოკილი იყო და სხვა მომხმარებელი ვერ მივიღეთ. სტიქიური ან ჯანმრთელობის შემთხვევაში — გონივრულად ვუდგებით საკითხს.