EMMA STUDIO

EMMA / PODCAST STUDIO

პოდკასტის ჩაწერა.თქვენს ხმას სცენა აქვს.

მნიშვნელოვან საუბარს კარგი სივრცე სჭირდება. მოვამზადებთ პოდკასტის სეტს, კამერებს, ხმასა და განათებას; შემდეგ სრულ ეპიზოდს და სოციალურ კლიპებს შევქმნით. თქვენ საუბარს უძღვებით, ჩვენ მის საუკეთესო ვერსიას ვწერთ.

ჩაწერა

2-4 კამერა

ფორმატი

აუდიო + ვიდეო

საწყისი ფასი

2,500 ₾

პროფესიონალური პოდკასტის მიკროფონისა და კამერის ვიზუალური კონცეფცია

EMMA / IN CONVERSATION

ვიზუალური კონცეფციაEMMA STUDIO / TBILISI

4K

ვიდეოჩაწერა

2-4

მონაწილე სტანდარტულ სეტში

16:9 + 9:16

ეპიზოდი და სოციალური კლიპები

01

გუნდი ჩაწერიდან მონტაჟამდე

საუბარი, რომელსაც უსმენენ და უყურებენ

თქვენი აზრი.დეტალებამდე დამუშავებული.

პოდკასტში სტუმარი პირველივე წუთიდან თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს. კამერა, მიკროფონი და განათება საუბარს ემსახურება: ბუნებრივი კადრი, მკაფიო ხმა და გარემო, სადაც კონცენტრაცია მარტივია.

ერთ ეპიზოდს ვგეგმავთ როგორც სრულ კონტენტურ გამოშვებას. მონტაჟირებული ვიდეო, აუდიოვერსია და მოკლე კლიპები ერთმანეთთან ვიზუალურად თანხვედრილია. თქვენი გუნდი ჩაწერის ტექნიკურ ნაწილზე დროს აღარ ხარჯავს.

ერთი სივრცე. ბევრი საინტერესო საუბარი.

თქვენი ხმის ფორმატი

01

CREATOR / INTERVIEW

ავტორის პოდკასტი

სოლო ფორმატი, ინტერვიუ ან მუდმივი თანაწამყვანები. საცდელი ეპიზოდიდან რეგულარულ სეზონამდე.

02

BRAND / BUSINESS

ბრენდის პოდკასტი

კომპანიის საუბრები, დამფუძნებლების ისტორიები და ექსპერტების ინტერვიუები, ბრენდის ერთიანი ვიზუალური სტილით.

03

CONVERSATION / PANEL

ვიდეოინტერვიუ და პანელი

2-4 ადამიანის საუბარი რამდენიმე კამერით, ცალკე აუდიოტრეკებითა და თითოეული მონაწილის შესაბამისი კადრით.

ორკაციანი პოდკასტის სივრცის ვიზუალური კონცეფცია, სავარძლებითა და მიკროფონებით
პოდკასტის სეტის კონცეფცია; მოწყობა ფორმატის მიხედვით

პოდკასტის სივრცე

სივრცე, რომელიც საუბარს ერგება.

ინტერვიუს მაგიდა თუ უფრო თავისუფალი სავარძლების სეტი - სივრცეს, ფონსა და განათებას თქვენი ფორმატისთვის ვამზადებთ. პოდკასტის ჩაწერა წინასწარი დაჯავშნით იგეგმება.

  • 2-4 მონაწილის განლაგება და ინდივიდუალური მიკროფონები
  • ფონი, ავეჯი და განათება ერთ ვიზუალურ სტილში
  • ხმის ტესტი, მონიტორინგი და ცალკე ტრეკების ჩაწერა
  • ტექნიკური გუნდი მთელი სესიის განმავლობაში

იდეიდან მზა ეპიზოდამდე

თქვენი საუბარი.ჩვენი სრული წარმოება.

პაკეტი აერთიანებს სივრცეს, ტექნიკურ გუნდსა და მონტაჟს. საჭირო დამატებითი აღჭურვილობა სესიისთვის წინასწარ კომპლექტდება.

/01

ფორმატი და მომზადება

განვიხილავთ აუდიტორიას, ეპიზოდის სტრუქტურას, სტუმრების რაოდენობასა და ვიზუალურ მიმართულებას.

/02

მრავალკამერიანი ჩაწერა

საერთო და ინდივიდუალური კადრები 4K ფორმატში, ფერებისა და განათების თანხვედრით.

/03

ხმა თითოეული მონაწილისთვის

ინდივიდუალური მიკროფონები, ცალკე აუდიოტრეკები, ხმის გაწმენდა და ერთიანი მიქსი.

/04

სრული ეპიზოდის მონტაჟი

კამერების მონაცვლეობა, უხეში შეწყვეტების გასწორება, ფერთა კორექცია და მზა ვიდეო.

/05

ბრენდის ვიზუალური სტილი

შესავალი და დასასრული, სახელის ტიტრები და ქავერი პაკეტის მოცულობის მიხედვით.

/06

კლიპები სოციალურ ქსელებისთვის

მთავარი აზრები ვერტიკალურ ვიდეოებად, სუბტიტრებით და პლატფორმისთვის მორგებული კადრით.

მასალა თქვენი არხებისთვის

  • YouTube
  • Spotify
  • Apple Podcasts
  • Instagram Reels
  • TikTok
  • YouTube Shorts

ვამზადებთ შესაბამის ვიდეოსა და აუდიოფაილებს. ანგარიშებზე ატვირთვა და ეპიზოდების გამოქვეყნება ცალკე შეთანხმებული მომსახურებაა.

ერთი ჩაწერა, რამდენიმე ფორმატი

რას მიიღებთ სესიის შემდეგ.

4K / 16:9 / MP4

სრული ვიდეოეპიზოდი

მონტაჟირებული, ფერებგასწორებული და ხმამოწესრიგებული ეპიზოდი, გამოქვეყნებისთვის მზად.

WAV + MP3

აუდიოეპიზოდი

საუბრის გაწმენდილი აუდიოვერსია მოსასმენი პლატფორმებისთვის.

9:16 / CAPTIONED

ვერტიკალური კლიპები

პაკეტით გათვალისწინებული 2-24 მოკლე კლიპი, სუბტიტრებითა და ერთიანი სტილით.

პოდკასტის პაკეტები

მზა ეპიზოდი.შეთანხმებული შედეგი.

ეს არის სრული წარმოების ღირებულება: პოდკასტის სივრცე, გუნდი, ტექნიკა და ქვემოთ გაწერილი მონტაჟი. სეტაპი და ხმის ტესტი ჩაწერის დროს არ აკლდება.

01

Studio Session

2,500₾

  • 1 ეპიზოდი / 60 წუთამდე ჩაწერა
  • 2 მონაწილე / 2 კამერა
  • სტანდარტული პოდკასტის სეტი, ხმა და განათება
  • 1 სრულად მონტაჟირებული ვიდეო + აუდიოვერსია
  • 2 ვერტიკალური კლიპი სუბტიტრებით
  • 1 საერთო შესწორება / 7 სამუშაო დღე
ამ პაკეტის დაჯავშნა
02სრული ეპიზოდი

Signature Episode

4,500₾

  • 1 ეპიზოდი / 90 წუთამდე ჩაწერა
  • 4-მდე მონაწილე / 3 კამერა
  • პროდიუსერი და ტექნიკური გუნდი
  • სრული ვიდეო + აუდიო + ბრენდის ტიტრები
  • 6 ვერტიკალური კლიპი და 1 ეპიზოდის ქავერი
  • 1 საერთო შესწორება / 7 სამუშაო დღე
ამ პაკეტის დაჯავშნა
03

Brand Production

9,500₾

  • 2 ეპიზოდი / ჯამში 120 წუთამდე ჩაწერა
  • 4-მდე მონაწილე / 4 კამერა
  • ბრენდისთვის მომზადებული სეტი და ვიზუალური გრაფიკა
  • 2 ვიდეოეპიზოდი, აუდიოვერსიები და 2 ქავერი
  • 12 ვერტიკალური კლიპი და 1 სეზონის ტრეილერი
  • 2 საერთო შესწორება / 10 სამუშაო დღე
ამ პაკეტის დაჯავშნა
04

The Series

16,000₾

  • 4 ეპიზოდი / თითო 60 წუთამდე ჩაწერა
  • 4-მდე სესია 30 დღეში / 3 კამერა
  • 4-მდე მონაწილე და ერთიანი სეზონის სტილი
  • 4 სრულად მონტაჟირებული ვიდეო + აუდიო
  • 24 ვერტიკალური კლიპი და 4 ქავერი
  • 1 საერთო შესწორება ეპიზოდზე / 7 სამუშაო დღე თითო სესიიდან
ამ პაკეტის დაჯავშნა

ფასები ლარშია. პაკეტის ფარგლებში შედის სივრცე, სტანდარტული ავეჯი, კამერები, მიკროფონები, განათება და გუნდი. დეკორაციის სპეციალური დამზადება, მსახიობები, დამატებითი ჩაწერა და გამოქვეყნების მართვა ცალკე ფასდება. სრული ბიუჯეტი დაჯავშნამდე თანხმდება.

მეტი თქვენი ფორმატისთვის

დამატებითი ვერტიკალური კლიპი სუბტიტრებით
250 ₾
პოდკასტის პირდაპირი ეთერი ერთ პლატფორმაზე
1500 ₾
ერთი ეპიზოდის ექსპრეს მონტაჟი 48 საათში
1000 ₾
გასვლითი სტუდია თქვენს სივრცეში
ინდივიდუალური შეთავაზება

სხვა მასშტაბის პროექტი გაქვთ?

გსურთ საკუთარი სეტი, ყოველთვიური გამოშვება, გასვლითი ჩაწერა ან მრავალენოვანი სერია? წარმოებას თქვენს სარედაქციო კალენდარს მოვარგებთ.

ინდივიდუალური შეთავაზება

როგორ ვმუშაობთ

კარგ საუბარს ყველაფერს წინასწარ ვუმზადებთ.

სესიის დაწყებამდე ტექნიკა და ვიზუალური მიმართულება მზადაა. თქვენ სტუმარსა და საუბარზე კონცენტრირდებით.

  1. 01

    ფორმატი და ბრიფი

    ვადგენთ თემას, მონაწილეებს, სეტის სტილს, ეპიზოდის ხანგრძლივობასა და გამოსაქვეყნებელ ფორმატებს.

  2. 02

    სეტი და ხმის ტესტი

    ვაწყობთ სივრცეს, კამერებსა და განათებას. თითოეული მონაწილის ხმა ცალკე მოწმდება.

  3. 03

    ჩაწერის სესია

    ტექნიკური გუნდი აკონტროლებს კადრსა და ხმას, პროდიუსერი კი საჭირო პაუზებსა და ეპიზოდის სტრუქტურას.

  4. 04

    მონტაჟი და ჩაბარება

    გაწვდით ვიდეოს, აუდიოსა და კლიპებს პაკეტის ვადაში. შესწორებების სია ერთ რაუნდად ერთიანდება.

კითხვები და პასუხები

დეტალები, რომლებიც მნიშვნელოვანია.

პაკეტი სტუდიის ქირაობაა თუ სრული წარმოება?

სრული წარმოებაა. ფასში შედის პოდკასტის სივრცე, პაკეტით განსაზღვრული კამერები, ხმა, განათება, ტექნიკური გუნდი და ჩამოთვლილი მონტაჟი. სტუმარს ტექნიკის მოტანა არ სჭირდება.

სივრცე წინასწარ უნდა დავჯავშნო?

დიახ. პოდკასტის სეტს, მიკროფონებსა და კამერებს მონაწილეთა რაოდენობისა და ფორმატის მიხედვით ვამზადებთ. ჯავშნამდე ვადასტურებთ თარიღს და განლაგებას. ვიზუალები სეტის კონცეფციას ასახავს.

რამდენ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა?

Studio Session გათვლილია 2 მონაწილეზე, დანარჩენი პაკეტები - 4-მდე მონაწილეზე. უფრო დიდი პანელი ან დამატებითი წამყვანი ინდივიდუალურად იგეგმება.

რა მასალას მივიღებ?

ყველა პაკეტში შედის მონტაჟირებული ვიდეოეპიზოდი, გაწმენდილი აუდიო და პაკეტით განსაზღვრული სოციალური კლიპები. Signature-იდან ემატება ქავერი, Brand-ში - ბრენდის სეტი და ტრეილერი. კამერების სრული საწყისი მასალა მოთხოვნის მიხედვით ცალკე თანხმდება.

როდის იქნება ეპიზოდი მზად?

Studio Session და Signature Episode ბარდება 7 სამუშაო დღეში; Brand Production - 10 სამუშაო დღეში. The Series-ის თითო ეპიზოდი მზადდება შესაბამისი სესიიდან 7 სამუშაო დღეში. ვადა ითვლება ჩაწერისა და საჭირო ბრენდის მასალების მიღებიდან.

შეგიძლიათ პოდკასტი პირდაპირ ეთერშიც გაუშვათ?

დიახ, სტუდიური პოდკასტის პირდაპირი ეთერი ერთ პლატფორმაზე ემატება 1500 ლარად, არჩეული სესიის ხანგრძლივობით. დიდი ჰიბრიდული ეთერისთვის ცალკე ლაივ სტრიმინგის პაკეტები გვაქვს.

მზადდება ქასთი ინგლისურად ან რუსულად?

ქართულ, ინგლისურ და რუსულენოვან ეპიზოდებს ვწერთ. წამყვანის მოძიება, ტექსტის თარგმნა და სხვა ენაზე სუბტიტრები საჭიროების შემთხვევაში ცალკე ემატება დავალებას.

თქვენ აქვეყნებთ ეპიზოდს პლატფორმებზე?

სტანდარტული პაკეტი მზა ფაილების ჩაბარებას მოიცავს. არხის მოწყობა, ატვირთვა, აღწერები, ყდები და გამოქვეყნების კალენდრის მართვა ცალკე შეიძლება შეთანხმდეს. წვდომებს მხოლოდ შეთანხმებული სამუშაოსთვის ვიყენებთ.

გააგრძელეთ იდეა

კიდევ ერთი ფორმატი თქვენი ბრენდისთვის.

საუბარი აქ იწყება

თქვენი ხმა.შემდეგი კარგი ეპიზოდი.

მოგვიყევით ფორმატზე, სტუმრებსა და იდეაზე. შეგირჩევთ სივრცეს, წარმოების პაკეტსა და ჩაწერის თარიღს.

ან დაგვირეკეთ +995 593 455 678
დარეკვა